დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი აღნიშნა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გახსენებას, არამედ იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფას, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლას შეეწირნენ.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვას და 9 მაისის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
იხილეთ ფოტოები: