დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ
16-05-2025

10 მაისს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია -„ჩემი სვანეთი“, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მესტიის N3 სკოლის მოსწავლეებმა. 

მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო თემებით წარდგნენ. 

ანა ნაკანმა, მარიამ ჯინჭარაძემ და სალომე ხერგიანმა კონფერენციაზე თემის - „მეფის მხატვარი თევდორეს კედლის მხატვრობა სვანეთში“ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

დავით ნაკანმა კი პრეზენტაცია 3D ფორმატში წარადგინა, მისი საკონფერენციო თემა გახლდათ - „ხალდეს აჯანყება“. 

მოსწავლეებისთვის კონფერენცია მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

სკოლაში მადლობას უხდიან კონფერენციის ორგანიზატორებს საინტერესო ინიციატივისთვის.

„მადლობა მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს -  რესურსცენტრის უფროს მარიამ ჯაფარიძეს საინტერესო პროექტისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203