„უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები“ - დაბა მესტიის N3 სკოლის მკითხველთა კლუბის პროექტი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა 
19-05-2025

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიოტიტეტული საკითხია. სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი, რომლიც წევრებიც არაერთ საინტერესო ღონისძიებასა და საგანმანათლებლო აქტივობას ახორციელებენ. 

7 მაისს, მესტიის N3 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის პროექტის - „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები“ დასკვნითი ღონისძიება და ავტორთან შეხვედრა გაიმართა. 

მოსწავლეებმა სკოლაში მწერალ ნინო სადღობელაშვილს უმასპინძლეს და წაკითხული წიგნების შესახებ პრეზენტაციები ჩაატარეს. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული სკოლების მოწაფეებიც. 

მოსწავლეებმა საყვარელი ავტორისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

„ძალიან ლამაზი, მრავალფეროვანი და სასიამოვნო ემოციებით სავსე დღე გამოვიდა. ჩვენმა პატარებმა და პროექტში ჩართულმა სკოლებმა  სანახაობრივი დღე გვაჩუქეს და წაკითხული წიგნის ირგვლივ პრეზენტაცია სხვადასხვა ხერხებით წარმოადგინეს. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები ავტორისთვის და წიგნებზე გაეკეთებინათ სამახსოვრო ავტოგრაფი. მადლობა სკოლებს აქტიურობისთვის“,- აღნიშნავენ დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...