საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს  
20-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელები პირველ სასწავლო წელს წარმატებით ასრულებენ. 

ახლახან, I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ქეთი მოსულიშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, იზეიმეს ქართული ანბანის წარმატებით შესწავლა და წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოსწავლეებმა გააცილეს „დედაენა“, გაიხსენეს ანდაზები და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები გააცოცხლეს სცენაზე.

ღონისძიება მართლაც შთამბეჭდავად წარიმართა. პატარებმა დაკისრებულ მოვალეობას ბრწყინვალედ გაართვეს თავი და მასწავლებელსა და მშობლებს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203