საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მწერალ როსტომ ჩხეიძეს უმასპინძლეს 
20-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიას ცნობილ მწერალი და მეცნიერი როსტომ ჩხეიძე ესტუმრა.

საპატიო სტუმართან შეხვედრა, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში, ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის, ისტორიის მოყვარულთა კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, გაიმართა.

შეხვედრის თემა გახლდათ - „ჰეროიკული თარიღები: 1924, 1942, 1943“...

მწერალმა ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე, 1924 წლის აჯანყების მომზადებასა და დამარცხებაზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის როლზე 1924 წლის აჯანყებაში და საბჭოთა რეპრესიებზე, რომელიც 1924 წლის დამარცხებას მოყვა.

შემდეგ საუბარი შეეხო მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოში, ახალგაზრდების მიერ ჩამოყალიბებულ ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „სამანის" დაარსებასა და საქმიანობას.

მწერალმა უპასუხა პედაგოგებისა და მოსწავლეების საინტერესო შეკითხვებს და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...