ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს მუსიკალური გუნდი „ირისე“, რომლის წევრები მონდომებით ეუფლებიან მუსიკალურ ხელოვნებას, ქორეოგრაფიის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, „ირისეს“ ტელევიზიაში უმასპინძლეს. „პოსტ ტვ“-ის პირდაპირ ეთერში გუნდის წევრებმა სხვადასხვა მუსიკალურ და ფოლკლორულ ფესტივალებზე მიღწეული წარმატების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმები და მიზნები გაუზიარეს საზოგადოებას.
სკოლაში „ირისეს“ წარმატებით ხარობენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: