
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ადგილობრივ სახალხო დღესასწაულში - „ზედაეწერობა“ მონაწილეობდნენ. სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომერიც შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
ტრადიციულადქცეული დღესასწაული სოფელ ზედაეწერში მაისში აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებასა და არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია.
იხილეთ ფოტოები.