ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ეკოაქტივობები
16-05-2025

დედამიწა, რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. 

ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლა არაერთი ეკოაქტივობით შეუერთდა. მათ შორის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა და მოეწყო მოსწავლეთა ეკონამუშევრების გამოფენა. მოსწავლეებმა სკოლის ეზოს გამწვანებაზეც იზრუნეს და მარადმწვანე ხეების ნერგები დარგეს. 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა უკეთ გააცნობიერეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...