მერენიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება იზეიმეს  
16-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და სასწავლი წლის მანძილზე შესწავლილი ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძიება მოიცავდა შემოქმედებით ნომრებს მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. 

ღონისძიებას მასწავლებელი სუსანა ღუკასიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს და ბავშვებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...