საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები დეკორატიულ მცენარეთა სანერგეს სტუმრობდნენ
19-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო გასვლითი ღონისძიება ეწყობა. 

ახლახან, შემეცნებით-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში, სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ლია შარიქაძის ხელმძღვანელობით, დეკორატიულ მცენარეთა სანერგე „გარდენიას“ სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებს მწვანე, სამებაღეო გაკვეთილი ჩაუტარდათ, მათ ქოთნები მოხატეს და მცენარეები დარგეს. 

შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში საპატიო ადგილს დაიკავებს და ლამაზ მოგონებად დარჩება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203