იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათემატიკისა და ხელოვნების ინტეგრირებით, „გეომეტრიული ხე“ დაამზადეს
16-05-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. 

ამის ნათელი მაგალითია აქტივობა - „გეომეტრიული ხის დამზადება“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მათემატიკის ესთეტიკური მხარის გაცნობა და გამოყენება, გეომეტრიული ფორმებისა და მიმართებების გააზრება.

„გეომეტრიული ხის დამზადებით“ -  ბავშვებმა გაიაზრეს როგორ შეიძლება დავაკავშიროთ მათემატიკა ხელოვნებასთან და როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კვლავ არაერთ მამოტივირებელ აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეტ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...