ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში წარმატებული ასპარეზობისთვის დაჯილდოვდნენ
16-05-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. საგნობრივ ცოდნასთან ერთად პედაგოგები ბავშვების ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. 

ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო შეჯიბრი დაწყებით და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შორის. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. 

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. პატარა მოაზროვნეებს წარმატებული ასპარეზობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. 

სკოლაში ინტელექტუალური თამაშის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები- ჩიტო ცინდელიანი და ნანა ჯიქია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...