ჭიათურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე აისახება.
ამჯერად სკოლაში, მოსწავლეთა საფეხბურთო გუნდის წარმატებას აღნიშნავენ. ჭიათურის N1 საჯარო სკოლის გუნდი, მინი ფეხბურთში, „ამირან (ბაჩუკი) გაჩეჩილაძის თასი 2025“-ის მფლობელი გახდა.
გამარჯვებულ გუნდს მთავარი თასი გადასცა ჭიათურის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა - ზურა ტატიშვილმა და ამირან გაჩეჩილაძის შვილმა ირაკლი გაჩეჩილაძემ. გუნდის წევრებს ასევე გადაეცათ ჭიათურის საფეხბურთო სკოლის დაწესებული შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები.
ასევე აღსანიშნავია, რომ ირაკლი გაჩეჩილაძემ ნომინაციაში -„საუკეთესო ფეხბურთელი“ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა ჭიათურის N1 საჯარო სკოლის ფეხბურთელს - იოანე სევასტოპულოს.
მოსწავლეთა სპორტის მასწავლებლები არიან - ვასილ ჭეიშვილი, როინი წიწილაშვილი, თამარ კაპანაძე.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„დღეს, კიდევ ერთი დიდი სიხარული ვიზეიმეთ - „ამირან (ბაჩუკი) გაჩეჩილაძის თასი 2025“ - ის მფლობელი მინი ფეხბურთში ჭიათურის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
მადლობა ჩვენი სკოლის გუნდს და მათ პედაგოგებს ამ სიხარულის მონიჭებისთვის. კიდევ ბევრი გამარჯვება გვეზეიმოს ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: