აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით მილაძე ინტელექტუალურ თამაშში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
16-05-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორის, აღაიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე დავით მილაძემ წარმატებით იასპრეზა ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ სასკოლო, საქალაქო და რეგიონალურ ტურებში და შესაბამისი სიგელითაც დაჯილდოვდა. 

სკოლაში მოსწავლის მონდომება ახარებთ, წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„სასკოლო საზოგადოება დათოს ვულოცავთ ამ წარმატებას და წონსვლას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...