ლაჯანურის ხეობის სკოლებისათვის გაიმართა ყოველწლიური შეჯიბრი კალათბურთში. ღონისძიებას ორბელის საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების - ორბელის, ალპანის და ლაცორიის საჯარო სკოლების ვაჟთა გუნდები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ლაცორიის საჯარო სკოლამ.
ლაცორიის საჯარო სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ გამარჯვებას ულოცავენ.
„ვულოცავთ ჩვენს ბავშვებს და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ლაცორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მიღწევებზეც აისახება.