ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წელიწადის დროები საინტერესო პროექტით შეისწავლეს
16-05-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია პროექტი - „წელიწადის დროები“, რომელიც დაწყებით საფეხურზე განხორციელდა და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, წელიწადის დროები ხალისით შეისწავლეს და ლამაზი პოსტერიც დაამზადეს. 

პროექტს მასწავლებელი მაკა მანძულაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

„დავასრულეთ ჩვენი პროექტი - „წელიწადის დროები“. მადლობა ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს მართლაც გაზაფხულივით ლამაზი პოსტერის დამზადებისთვის“,- აღნიშნავს მასწავლებელი და ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...