ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ცხადია მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით, წაღვლის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა, მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატის ცვლილებებზე, რომელიც XXI საუკუნის გამოწვევად იქცა მსოფლიოსთვის და აღნიშნეს, რომ კლიმატური ცვლილებების მოგვარებაში თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი.
პრეზენტაციის შემდეგ, ჩატარადა ვიქტორინა. ხელოვნების მასწავლებლის - ფიქრია ლომიძის დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს ბუნებრივი სტიქიური მოვლენების ამსახველი მაკეტები.
საგანმანათლებლო შეხვერას მასწავლებელი ანა კვირიკაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: