ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა წახალისებითა და მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, სატივის საჯარო სკოლას, მუსიკის პედაგოგ შორენა მაღლაკელიძესა და მე-8 კლასის მოსწავლეს - ნია პაპუაშვილს სერტიფიკატები გადაეცათ მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.