კერძო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებს თემაზე -„სურსათის დანაკარგები და ნარჩენები“ ​საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ჩაუტარდათ
16-05-2025

კერძო სკოლა „ოცნებაში“ პასუხისმგებლიანი მოქალაქეებს ზრდიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. მათ შორის, გარემოს დაცვას და მოფრთხილებას, ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა და ნარჩენების მართვას ასწავლიან. 

ახლახან, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგმა, ირინე ცაავამ ამ მიმართულებით გადამზადება გაიარა. პედაგოგი მონაწილეობდა ტრენინგ-კურსში - „ნარჩენების მართვა და ბიოსფეროს მდგრადობა“.

კურსის მომაწილეებმა მიმოიხილეს სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელები, ტრანსსასაზღვრო პასუხისმგებლობა, ნარჩენების დახარისხების, შეგროვების და განთავსების ადაპტირებული ფორმები, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები. ბიოსფეროში ნივთიერებითი ცვლის ციკლი, სუფთა ეკოლოგიური გარემოს დაგეგმარება და ბიოსფეროს მდგრადი განვითარება. ტრენინგ-კურსში მონაწილეობისთვის ირინე ცაავას მდგრადობის მეცნიერების აკადემიის სერტიფიკატი გადაეცა.

15 მაიასს, კი არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებას“ ესტუმრნენ „ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისის“ წარმამოდგენლები - ელგუჯა დეისაძე და გიორგი ჭუმბურიძე.

მათ საინფორმაციო და შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართეს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან თემაზე: „სურსათის დანაკარგები და ნარჩენები“. განმარტეს და გამიჯნეს ეს ორი ტერმინი. ისაუბრეს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მასშტაბებზე. ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენებზე. მისცეს მოსწავლეებს რჩევები, როგორ შევამციროთ საკვების ნარჩენები. ასევე მოსწავლეებს შეახსენეს, რომ პროდუქტის შეძენისას ყურადღება უნდა გაამახვილონ ეტიკეტზე.

სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ბროშურა გადასცეს თემაზე -„სურსათის დანაკარგები და ნარჩენები“.

შეხვედრის ბოლოს მოსმენილის განსამტკიცებლად, სახალისო ქვიზი ჩაატარეს მომხსენებლებმა და აღფრთოვანებაც ვერ დამალეს შედეგებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...