ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
იაკო ჯელაძე სამბოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ხარობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის მოსწავლე, იაკო ჯელაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ვულოცავთ იაკოს მთელი სკოლის სახელით, ამ დიდ წარმატებას და მომავალში ჩემპიონობას ვუსურვებთ, იაკო, გვეამაყები“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა სპორტულ ცხორვებას ახალისებენ და მხარს უჭრენ.