„სწორად არჩეული პროფესია წარმატების საწინდარია“- ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტს სტუმრობდნენ
16-05-2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

ახლახან, სამოქალაქო განათლების პროექტის - „სწორად არჩეული პროფესია წარმატების საწინდარია“, ფარგლებში მე-11 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელის ორგანიზებით ეწვივნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებისათვის ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა უნივერსიტეტში სტუმრობა. მათ აუმაღლდათ ცნობიერება სხვადასხვა პროფესიის შესახებ და გაუღრმავდათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების სურვილი.

„მადლობა უნივერსიტეტს საუეთესო მასპინძლობისა და დათმობილი დროისათვის. მაგდა, მაგდა, გიორგი და გიორგი თქვენი ჩანაფიქრების ახდენას და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ“,- აღნიშნავს სამოქალქო განათლებოს მასწავლებელი ჟანა ლაბაძე და მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...