საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელები, გასართობ-შემეცენებითი ექსკურსით, კახეთს სტუმრობდნენ
19-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი შთამბეჭდავი გასვლითი ტური მოეწყო. 

გასართობ-შემეცენებითი ექსკურსიების ფარგლებში, სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მაია ხორბალაძის ხელმძღვანელობით, კახეთს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა მოილოცეს ზეგაანის, ახალი და ძველი შუამთის მონასტები, ითამაშეს ბუნებაში და ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ.

მათ თან ახლდათ ინგლისურის პედაგოგი ნათია მიქაძე.

შემეცნებითმა მოგზაურობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ინეტრესის გაღმავებას ქართული კულტურული ძეგლების, ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ, ერთობლივმა თავგადასავალმა კი მეგობრული ურთიერთობებით განამტკიცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...