საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას სიღრმისეულად გაეცნენ.
სკოლა-გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთი მოსულიშვილის ხელმძღვანელობით, გასართობ-შემეცენებითი ექსკურსიების ფარგლებში, ვარიანში იმყობებოდნენ.
მოსწავლეებმა მოინახულეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, გაიხსენეს მისი ბიოგრაფია, ითამაშეს ბუნებაში და დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები: