საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთა გასართობ-შემეცენებითი ექსკურსია შიომღვიმეში
16-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და დიდი ინტერესით გამოირჩევა, ამასთან ბავშვებისთვის მეტად სახალისო და თავშესაქცევია. 

ახლახან, გასართობ-შემეცენებითი ექსკურსიების ფარგლებში, სკოლა-გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - თინათინ ბლიაძის ხელმძღვანელობით შიომღვიმეს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა მოილოცეს შიომღვიმის მონასტერი, ითამაშეს ბუნებაში და დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...