გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
30 აპრილს სკოლაში ჩატარდა დიდი გერმანელი კომპოზიტორის - იოჰან სებასტიან ბახის დაბადებიდან 340 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თემატური საღამო. ღონისძიებას მუსიკის მასწავლებელი ნათია პაპიაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ბახის ცხოვრება და შემოქმედება. მოსწავლეებმა ასევე მოისმინეს სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე შესრულებული ბახის ცნობილი ნაწარმოებები. მათ საინტერესოდ წარმოაჩინეს ბახის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებლის შემოქმედებითობა.
„მადლობას ვუხდით მუსიკის მასწავლებელს - ნათია პაპიაშვილსა და მოსწავლეებს საინტერესო საღამოსთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.