უფლისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
16-05-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. ცხადია სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ დედამიწის დღეს. 

სკოლა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდა, 22 აპრილს კი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც მათი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მიმართულ არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ. მათ შორის იყო სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები. ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

„მადლობა ჩვენს ყოჩაღ მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ სასკოლო საზოგადოების აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...