საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
20-05-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულელებსა და პატიორტულ მოტივებზე იზრდებიან. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის, აღსანიშნავია 9 აპრილისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა გაიხსენეს, 1989 წლის 9 აპრილი - სისხლიანი დღე ჩვენი ბედკრული სამშობლოს ისტორიაში, რომელმაც შვა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს თემატური სიმღერები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულ მამულიშვილებს.

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ - ამ სიმღერით დაასრულეს მოკრძალებული ღონისძიება მე-7 კლასელებმა. 

„მადლობა, გიორგი ზარქუას, უბადლო შესრულებისთვის. თამუნა მიქავას - მუდამ მზაობისთვის. მეიმედებით!“ - წერს პედაგოგი ფიქრია კვირიკაძე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...