„ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტა დედამიწას“ - პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მე-2 კლასელები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
16-05-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ. ცხადია, სკოლაში გამოეხმაურნენ დედამიწის დღეს. 

გლობალურ ინიციატივას სკოლის მე-2 კლასელები ხალისით შეურთდნენ და სკოლის ეზოში მცენარეები დარგეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენილი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში და საზოგადოებას მოუწოდეს - „დარგეთ მეტი მცენარე, გაამწვანეთ გარემო!!! ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტა დედამიწას!!!“

22 აპრილს დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

ეს დღე გლობალური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელს მსოფიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და ჩვენი პლანეტის დასაცავსდ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...