წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით, მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობაში კი წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც, რა თქმა უნდა, მოზარდების მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება.
22 მარტს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სპორტდარბაზში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025”-ის ფარგლებში გაიმართა რეგიონული ტურნირი მინი ფეხბურთში.
გოგონათა კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N1 საჯარო სკოლამ და დასავლეთ საქართველოს თამაშების საგზური მოიპოვა.
გოგონათა გუნდის მწვრთნელი გახლავთ გოჩა ჭანტურია, ხოლო გუნდის კაპიტანი მარი ქარდავა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მეორე ადგილი მოიპოვა ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა.
იხილეთ ფოტოები: