კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ თანასოფლელთა ხსოვნას პატივი მიაგეს 
16-05-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი აღინიშნა. 

ღონისძიება მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გახსენებას, არამედ იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფას, რომლებიც ფაშიზმთან ბრძოლას შეეწირნენ. 

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ თანასოფლელთა ხსოვნას. კალის საჯარო სკოლიდან მეორე მსოფლიოში დაიღუპა სემლარ გრიგოლის-ძე, გულბანი, (1922- 1943), აკაკი კონსტანტინეს-ძე ხარხიანი (1922-1942), კონსტანტინე დავითის-ძე ჩეგიანი (1923-1943).

20 -21 წლის ჭაბუკები ომიდან უკან ვეღარ დაბრუნდნენ. 

„დიდება და არ დავიწყება გმირებს!“ -აღნიშნეს მოსწავლეებმა და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...