წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. ცხადია მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე.
ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კომპოზიცია წარმოადგინეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ხოლო საპრეზენტაციო თემები ნატალი კვირკვიამ და კონსტანტინე შელიამ.
მათი მოხსენებების თემები იყო - „14 აპრილი-დედაენის დღეა“ და „ქართველური ენები“.
ლამაზი სიმღერით ღონისძიება დაამშვენეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა. ამავე კლასის მშობლებმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები და საფუძველი ჩაუყარეს მეტად მნიშვნელოვან ტრადიციას - „აჩუქე წიგნი ბიბლიოთეკას“.
სკოლაში მათ ამ საჭირო წამოწყებისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა ყველა მონაწილეს, მადლობა თამუნა მიქავას, მუდამ ჩვენთან ერთად“,- აღნიშნავს პედაგოგი ნატო შეროზია
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: