
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები პედაგოგების - ირინე აბრალავასა და ფიქრია კვირიკაძის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავ პროექტზე მუშაობენ.
პროექტი სახელწოდებით - „მოვიარე საქართველო“ სამი წელია გრძელდება და მოსწავლეებს არაერთი შემეცნებითი თავგადასავალი აჩუქა.
ამჯერად მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სამგერელოს კულტურა, ტრადიციები, ღირსშესანიშნაობები შეისწავლეს და ეს ყველაფერი ხალისითა და დიდი ინტერესით გააკეთეს.
პროექტის ხელმძღვანელებს ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება.
„ამ ბავშვებთან ურთიერთობა და ჩემი და ირინე მასწავლებლის წამოწყებული გრძელვადიანი პროექტი „მოვიარე საქართველო“ უკვე მესამე წელს ითვლის. ჩემი საუკეთესო ბავშვების პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი მშობლების დახმარებით, ჯერ დაბრკოლება არ გვქონია. მადლობა თქვენ, მშობლებო! ყველა ღონეს ვიხმართ მომავალშიც, რომ თქვენს შვილებს საინტერესო დღეები ვაჩუქოთ. ამჯერად, სამეგრელოს შემოგთავაზებთ. ბოლომდე მოუსმინეთ და ისიამოვნეთ! წინ კიდევ არაერთი საინტერესო თავგადასავალი გველოდება. მიყვარხართ ყველანი“,-აღნიშნავს პედაგოგი ფიქრია კვირიკაძე.
იხილეთ ვიდეო: