წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ.
ახლახან, მოსწავლეები შეუერთდნენ ეროვნული არქივის და იუსტიციის სამინისტროს საპროექტს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ინტელექტუალური თამაშის - „რა, სად, როდის“ ფორმატით წარიმართა.
სკოლის დებიუტანტი გუნდი, პედაგოგ ირინე აბრალავას ხელმძღვანელობით, კონკურსზე დიდი შემართებით წარდგა.
„მადლობა ამ დიდი საქმის ორგანიზატორებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: