დედამიწა, რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ცხადია მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას მოსწავლეები არაერთი აქრივობით შეურთდნენ. ბავშვებმა უკეთ გააცნობიერეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა და აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
„გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები: