„ჩვენი დედაენა“ - ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი და ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული აქტივობები
16-05-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. ცხადია, სკოლაში აქტიურად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

აღსანიშნავია დედაენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო აქტივობები, რომლების მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. აქტივობებში სამივე საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ და ქართული ენის სიდიადეს ხოტბა შეასხეს. 

მეტად საინტერესოდ წარიმართა პროექტი - „ჩვენი დედაენა“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ჩიტო ცინდელიანი და ნანა ჯიქია.

პროექტი ემსხურებოდა ქართული ენის სილამაზისა და მისი როლის ხაზგასმას, ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, რასაც მოსწავლეებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...