თორიის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ბროშურები შექმნეს
16-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემაც გახლდათ - „ისტორია და არქიტექტურა“. შემოქმედებითი ბუნების დავალება მოსწავლეებს სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ანჟელა ღაზარიანმა შესთავაზა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო ტექსტების შედგენა-გადმოცემის დროს შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს და რამდენიმე გაკვეთილის ფარგლებში მოამზადეს ბროშურები ვარძიის შესახებ.

ბროშურებზე მოცემულიყო ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ ვარძიის ადგილმდებარეობა, აგების თარიღი, არქიტექტურული თავისებურებები, შიდა სივრცეები, აგრეთვე დაიტანეს ინფორმაცია თამარ მეფის შესახებ. კომიქსებით გადმოცემილი იყო ლეგენდაც ვარძიის სახელწოდებასთან დაკავშირებით. 

აღსანიშნავია, რომ ბროშურები გაფორმებული იყო შესაბამისი ილუსტრაციებით.

„მოსწავლეებს ისე მოეწონათ ეს სახალისო დავალება და იმდენად დაინეტრესდნენ ვარძიით, რომ მასწავლებელს ვარძიის მიმართულებით ექსკურსიის დაგეგმვა სთხოვეს. მათ სურთ საკუთარი თვალით ნახონ ვარძიის სამონასტრო კომპლექსი“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...