ქუთაისის N1 სკოლის მე-10 კლასელთა პროექტმა - „Kevin AI“, სამეწარმეო განათლების ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა 
16-05-2025

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, სამეწარმეო განათლების ფესტივალზე ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მე-10გ კლასის პროექტმა „Kevin AI“-იმ პირველი ადგილი და ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გამარჯვება მოიპოვა.

მოსწავლეთა მეწარმეობის მასწავლებელი ქეთევან ხაბეიშვილი გახლავთ. კლასის დამრიგებელი კი მაია ჯუღელი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„მადლობა თითოეულ ადამიანს, ჩვენი სკოლისა და სრულიად ქუთაისის სასკოლო საზოგადოებას, მხარდაჭერისა და პროექტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ასევე უღრმესი მადლობა ორგანიზაციას Junior Achievement Georgia მხარდაჭერისა და შესაძლებლობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...