აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგი და პოეტი ენდი ნემსიწვერიძე გაიხსენეს.
გაიმართა ენდი ნემსიწვერიძის შემოქმედებითი საღამო-გახსენება სახელწოდებით - „უბრალოდ გულში სამშობლო მიდევს, სიცოცხლეზე რომ ბევრად მეტია!“
მოსწავლეებმა გაიხსენეს ენდი ნემსიწვერიძის ცხოვრების გზა, წაიკითხეს მისი ლექსები, დადგეს მინი წარმოდგენები.
მოსწავლეებმა ღონისძიებით პატივი მიაგეს პედაგოგისა და პოეტის ხსოვნას.
იხილეთ ფოტოები: