შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტ „სერტუსის“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება) ფარგლებში 28 მაისის ტესტირებისათვის რეგისტრაცია15 მაისს დაიწყო და 23 მაისის 17:00 საათზე დასრულდება.
ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების 6 თვიანი მოცდის პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა.
მომდევნო ტესტირება კი 11 ივნისს ჩატარდება. რეგისტრაცია 29 მაისს, 10:00 საათზე დაიწყება და 9 ივნისის 17:00 საათზე დასრულდება.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ
ბმულზე.