საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს
16-05-2025

დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. გეოგრაფიის მასწავლებლის ა. ნალბანდიანის ინიციატივით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და შემოქმედებითი მიდგომით შექმნეს ულამაზესი ნახატები, რათა გამოეხატათ ზრუნვა და პატივისცემა ჩვენი პლანეტის მიმართ.

მოსწავლეებმა ნამუშევრები გარემოსდაცვით თემებზე შექმნეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

„გიზიარებთ მათ ნამუშევრებს სითბოთი და იმედით, რომ ერთად დავიცავთ დედამიწას უკეთესი მომავლისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...