ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, მე-4 კლასელთა „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი თემაზე - „საზღვარი ქვეყნის ზღურბლია“. სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ვარა გალიბინი, რომელმაც გაკვეთილზე ინტეგრირებული და აქტიური სწავლების მეთოდები გამოიყენა.
მე-4 კლასელებმა იმსჯელეს, რას ნიშნავს ქვეყნის საზღვარი. მათ ისაუბრეს, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ საზღვრებს, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო საზღვრებს, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.
პედაგოგმა ბავშვებს მისცა შესაძლებლობა ემუშავათ ჯგუფურად, ემსჯელათ, განეხილათ რუკები და შეესწავლათ საქართველოსა და სხვა ქვეყნების საზღვრების ფორმა და მდებარეობა.
გაკვეთილმა არა მხოლოდ გააღრმავა ბავშვების ცოდნა სახელმწიფოს მოწყობაზე, არამედ ხელი შეუწყო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: