თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორია დალაშქრეს და ცოცხალ გარემოში შეიძინეს ახალი ცოდნა და გამოცდილება.
სკოლის პროექტის - „ეკოხედვა- თანამშრომლობა ჩვენი მდგრადი მომავლისთვის“, ფარგლებში მოეწყო ორდღიანი ბანაკი ლაგოდეხში.
თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ალიმბარაშვილი, კესო გოგობერიშვილი, გიორგი ჩუბინიძე, ნინი ნიქაბაძე, მათე კოპაძე, სალომე მოსიაშვილი, ლუკა გელაშვილი, ლუკა ხარშილაძე, სალომე მოსიაშვილი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე დაუვიწყარ ორდღიან ბანაკში იმყოფებოდნენ.
ამ ორ დღეში მათ 22-კილომეტრიანი მონაკვეთი დალაშქრეს, დაათვალიერეს უნიკალური ბუნება და სიღრმისეულად გაიაზრეს დაცული ტერიტორიების გაფრთხილების და მოვლის მნიშვნელობა.
ბანაკის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს ლაგოდეხის ნაკრძალის განვითარების გეგმის შედგენაზე, გააკეთეს პრეზენტაციები - ეს იყო არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების გამოცდილება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბანაკმა ხელი შეუწყო გუნდურ მუშაობას, საკომუნიკაციო უნარების გაძლიერებას და მოზარდებს მისცა შესაძლებლობა, ურთიერთობის, გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის უნარების პრაქტიკაში განხორციელებისა.
ბანაკის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო წიგნები.
„მხიარული აქტივობები, მეგობრული გარემო და დაუვიწყარი ემოციები გაერთიანდა ერთ ბანაკში, რომელმაც დაუვიწყარი მოგონება დაგვიტოვა“,- აღნიშნვენ სკოლაში.
პროექტის სამუშაო ჯგუფი მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის სკოლის დირექტორს - ეკატერინე ენდელაძეს და მოსწავლეთა დამრიგებლებს.
იხილეთ ფოტოები: