სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა და წარმატებულ მოსწავლეებს აინტერესებთ არიან თუ არა მედლის კანდიდატები. საბოლოო ინფორმაცია ცნობილი წლის დასრულების შემდგომ გახდება, როცა ნიშნებიც შეყვანილი იქნება და ჟურნალიც დადასტურებული - როგორ ვნახოთ მედალოსანი მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია?
მონაცემების მოდულში, კერძოდ: „მედალოსანი მოსწავლეების რეპორტში“ სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს და ჟურნალის ადმინისტრატორს შეუძლია ნახოს ინფორმაცია მედალოსანი მოსწავლეების შესახებ. რეპორტზე გადასვლისას მომხმარებელს გამოუჩნდება სკოლის მედალოსანი მოსწავლეების სია. რეპორტში გამოჩნდება მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომრის ბოლო სამი ციფრი, კლასი, მედლის ტიპი (ოქრო, ვერცხლი) და მოსწავლის საშუალო საფეხურის შეფასება.