ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბუზავეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში; საგნის პედაგოგები კი მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.
ახლახან, ბუზავეთის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, იუღაბერ ბიჩახჩიანმა, მე-2 კლასში ჩაატარა საინტერესო აქტივობა თემაზე „ცხოველები და მათი ნაშიერები“.
მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობის შედეგად შექმნეს პოსტერი, ქაღალდზე გადაიტანეს თემატური ილუსტრაციები, რომლებიც თავადვე გააფერადეს და გააფორმეს საინტერესო ინფორმაციებით.
შემდეგ კი წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც ცხოველებისა და მათი ნაშიერების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა.
გააფერადეს ილუსტრაციების, ჩაწერეს შესაბამისი ინფორმაცია და კლასში წარადგინეს პრეზენტაცია ცხოველების და მათი ნაშიერების შესახებ.
მოსწავლეებისთვის მსგავს აქტივობებში ჩართულობა უმნიშვნელოვანესია; გარდა იმისა, რომ წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს, ივითარებენ ემოციურ, კოგნიტურ, სოციალურ უნარებსა და კრიტიკულ აზროვნებას.
იხილეთ ფოტოები: