ინფორმაციის სანდოობა და კიბერუსაფრთხოება - იანეულის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა
15-05-2025

კომ­პი­უტ­ერ­იზ­აცი­ის ეპ­ოქ­აში გა­იზ­არ­და რის­კი იმ­ისა, რომ კომ­პი­უტ­ერ­ული ქსე­ლე­ბი და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას და­ნა­შა­ულ­ის ჩა­სა­დე­ნად, ას­ევე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს კომ­პი­უტ­ერ­ული სის­ტე­მის ხელ­ყო­ფა.

ეს მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვაა და ამ­იტ­ომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თოეულმა ქვე­ყა­ნამ გა­დად­გას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი; სწო­რედ ამ მიზ­ნით, დამ­ტკიც­და სა­ქარ­თვე­ლოს კი­ბე­რუ­საფ­რთხო­ებ­ის ერ­ოვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ა და მი­სი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, სა­დაც ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბად, კი­ბერ­სივ­რცე­ში უს­აფ­რთხოდ და და­ცუ­ლად ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის­თვის, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ისთვის სა­ჭი­რო უნ­არ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამ­აღ­ლე­ბა და­სა­ხელ­და.

კიბერუსაფრთხოებას მიეძღვნა საინტერესო პრეზენტაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლაში, რომელშიც V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა ვრცლად და ამომწურავად ისაუბრეს ინფორმაციის სანდოობისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ; თემატიკიდან გამომდინარე, თანატოლებს გაუზიარეს საინტერესო ფაქტები, იმსჯელეს პროგრამული საფრთხეების შესახებ და რამდენიმე რეკომენდაციაც გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...