ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
VI, VII, VIII და IX კლასების მოსწავლეები, დამრიგებლების თანხლებით, გაემართნენ ლაშქრობაზე შოშხოთის მონასტრისკენ. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და ემოციებით სავსე დღე, რომელიც არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ ცოდნის მიღებასა და მეგობრობის განმტკიცებასაც ემსახურებოდა.
მონასტრისკენ მიმავალ გზაზე მოსწავლეები დააკვირდნენ ბუნებას, მოისმინეს შოშხოთის მონასტრის შესახებ საინტერესო ისტორიები. მონასტრის მონახულების შემდეგ პიკნიკი მოეწყო.
„მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ ზღვა ემოციებს, რაც მათ ურთიერთობას კიდევ უფრო ამტკიცებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პიკნიკის შემდეგ, დღის კიდევ უფრო გასალამაზებლად მოეწყო გუნდური და გასართობი თამაშები, რომლებშიც მასწავლებლებიც დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
„სიცილ-კისკისისა და მხიარული შეძახილების ფონზე დღემ სწრაფად და სასიამოვნოდ ჩაიარა.
ლაშქრობა შთამაგონებელი, გაერთიანების, განტვირთვისა და გახალისების დღე აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ბუნებაში დროის გატარებით არა მხოლოდ ილაშქრეს, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობა გააღრმავეს და ცხოვრების ჯანსაღი წესი გააზიარეს“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: