ბიწმენდის საჯარო სკოლა წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებით შეუერთდა
15-05-2025

მცხეთის მუნიციპალიტეტის, ბიწმენდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში; საგნის პედაგოგები კი მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგთა მიერ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული აქტივობები არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიღება-განმტკიცებას ემსახურება, არამედ მოსწავლეთა სულიერი განვითარებისკენაა მიმართული.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ბიწმენდის საჯარო სკოლაში წმინდა თამარ მეფის ხსენების დღე ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა.

ბავშვებმა, ისტორიის მასწავლებელთან, ნანა ბედუკაძესთან ერთად, ისაუბრეს თამარ მეფის ცხოვრება-მოღვაწეობაზე, საკუთარი  ხელით შექმნეს თემატური პლაკატები და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, რომელთაც სასკოლო საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურეს, რადგან  მრავალმხრივი და შემეცნებითი გახლდათ.

მოსწავლეებმა ისაუბრეს, როგორ ავიდა 12 წლის თამარი ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით, ქართველებმა მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვეს. 
ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა.

14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...