
მარტვილის N1 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია.
შესაბამისად, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და იაქტიურეს.
„ვთამაშობთ და ვვითარდებით“, - ასე აფასებენ მოსწავლეთა ჩართულობას კონკურსში, ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მადლობას უხდიან „ტვინების ბრძოლის“ ორგანიზატორებს.
იხილეთ ფოტოები: