მარტვილის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა კლასის საათი ოთარ ჭილაძის 92 წლის იუბილეს კლასის საათი მიეძღვნა.
კლასის საათს, თემაზე - „ცა მიწიდან იწყება“, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორანტი მარინე თოფურია ხელმძღვანელობდა.
მე-8ა კლასის მოსწავლეებმა ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, მთარგმნელისა და დრამატიკოსის ცხოვრების გზა გაიხსენეს, სტუმრებს გააცნეს მისი ბიოგრაფია და მხატვრულად წაიკითხეს პოეტის ლექსები.
აღნიშნეს, რომ ოთარ ჭილაძე იყო შესანიშნავი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, სცენარისტი, რომ მისი მრავალმხრივი ნიჭი ლიტერატურის ყველა სფეროს გასცდა და სწორედ ამიტომ მოიპოვა დამსახურებული აღიარება ლიტერატურულ საზოგადოებაში.
ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმათა.
როგორც სკოლაში გვეუნბებიან, მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას ის ემოცია, რაც დროის იმ მონაკვეთში განიცადეს.
იხილეთ ფოტოები: