მარტვილის N1 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
16-05-2025

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნა და ის აქატივობები, რომლებიც მარტვილის N1 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ დაგეგმა.

სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა და ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ონლაინ ჩართვით შეუერთდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას წარმომადგენელი ქეთი არჯევანიძე, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად დაინის სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრია და მოსწავლეებს სინდრომის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. 

„სკოლა მადლობას უხდის „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას“ და მის წარმომადგენელს, ქეთი არჯევანიძეს, საინტერესო და ინფორმაციული ონლაინ ჩართვისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ასევე, სკოლის მაღალი საფეხურის მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები, რომლებიც ღონისძიების შემდეგ სხვადასხვა სკოლებსა და ორგანიზაციებში დაარიგეს.

მსმენელების წინაშე პრეზენტაციით წარდგნენ სკოლის სპეციალური მასწავლებელი ნინო კალანდია და ამავე სკოლის მეთერთმეტე კლასელები. დასარულს უჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ჟუბიეს ერთი დღე“. 

„სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის გაწეული მუშაობისათვის ამავე სკოლის მეცხრე-მეთერთმეტე კლასს, სკოლის წამყვან მასწავლებელს ქალბატონ დარეჯან ჭილაძეს, უფროს მასწავლებლებს ქალბატონ სვეტა ხარებავასა და ქალბატონ ნინო კალანდიას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. პირველად კი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...